ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო სოციალურ ქსელში ბარსელონაზე ინფორმაციას ავრცელებს, რაც ამავე გუნდის ახალ და ძლიერ მენტალობაზე მიუთითებს.
როგორც ირკვევა, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ჰანსი ფლიკმა ფეხბურთელებს უფლება მისცა, რომ ერთი დღით სრულფასოვნად დაესვენათ, თუმცა მოთამაშეები ვარჯიშზე საკუთარი ნებით გამოცხადდნენ.
აი, იმ ფეხბურთელების ჩამონათვალი, რომლებმაც ვარჯიში გადაწყვიტეს:
ჟიულ კუნდე, ფერან ტორესი, პაბლო გავი, ალეხანდრო ბალდე, ინიგო მარტინესი, ანდრეას კრისტენსენი, ვოიცეხ შესნი, ერიკ გარსია, რობერტ ლევანდოვსკი, რონალდ არაუხო, დანი ოლმო, რაფინია და ფრენკი დე იონგი.