RMCsport-ის ინფორმაციით, მადრიდის რეალმა უკვე იცის თუ ვინ იქნება სეზონის დასრულების შემდეგ მთავარი პრიორიტეტი სატრანსფერო სამიზნეებთან დაკავშირებით.
მათი მტკიცებით, სამეფო კლუბი, პირველ რიგში, ლონდონის არსენალის ფრანგი ცენტრალური მცველის, უილიამ სალიბას დამატებას შეეცდება.
აღსანიშნავია, რომ სალიბას არსენალთან ხელშეკრულება კიდევ 2 წლით, 2027 წლამდე აკავშირებს და თავად ინგლისელები მის გაშვებას არსად აპირებენ.
ეს იმას ნიშნავს, რომ თუ რეალს საქმის ბოლომდე მიყვანა სურს, მაშინ ფეხბურთელში საკმაოდ დიდი ოდენობის თანხის გადახდა მოუწევს.