მადრიდის "რეალისა" და ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ვეტერანმა მოთამაშემ, მარსელომ საფეხბურთო კარიერა ოფიციალურად დაასრულა.
ბრაზილიელმა გადაწყვეტილების შესახებ გულშემატკივარს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ვიდეოთი აცნობა.
მარსელო ბოლოს მშობლიური გუნდის, "ფლუმინენსეში" ასპარეზობდა და კლუბთან ერთად 2023 წელს ლიბერტადორესის თასიც მოიგო.
ბრაზილიელი ფეხბურთელის კარიერის გამორჩეული წლები მადრიდის "რეალს" უკავშირდება. ესპანური გრანდის მაისურით ჩატარებულ 546 შეხვედრა ჩაატარა, სადაც მეტოქის კარი 38-ჯერ შეარხია. ხუთჯერ – ჩემპიონთა ლიგა, ხოლო ექვსჯერ ლა ლიგა მოიგო.
მარსელომ ბრაზილიის ეროვნული გუნდის მაისური 2006 დან 2018 წლის ჩათვლით 58 შეხვედრაში მოირგო და 2013 წელს კონფედერაციის თასის დაუფლებაც შეძლო.