"ხვიჩამ სტადიო მარადონაზე ხალხი დააბრუნა" | La Gazzetta dello Sport » სპორტის ხაზი

"ხვიჩამ სტადიო მარადონაზე ხალხი დააბრუნა" | La Gazzetta dello Sport

"ხვიჩამ სტადიო მარადონაზე ხალხი დააბრუნა" | La Gazzetta dello Sport
28-11-2022, 21:30
Aa Aa
გაზიარება:

ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გავლენიანი იტალიური გამოცემა, კერძოდ La Gazzetta dello Sport ხვიჩა კვარაცხელიაზე და ნაპოლიზე სტატიას აქვეყნებს, სადაც წერია, რომ ქართველმა ფეხბურთელმა ნეაპოლელი ხალხი სტადიო მარადონაზე დააბრუნა:

"როდესაც ნაპოლიზე ვსაუბრობთ, ძირითადი აქცენტი ხვიჩა კვარაცხელიაზე გვაქვს გაკეთებული, რაც სავსებით ლოგიკურია, რადგან ქართველის უსაზღვრო ფანტაზიამ და ბრწყინვალე თამაშმა სტადიო მარადონაზე ნეაპოლელი ხალხი დააბრუნა. იტალიელები კვარაცხელიას ყურებით ენერგიას იღებენ, რის გამოც ისინი ყველა თამაშზე ტრიბუნებს ბოლომდე ავსებენ. მიუხედავად ამისა, ისიც უნდა ვთქვათ, რომ კვარაცხელიას გარეშე დარჩენილმა ნაპოლიმ რთული შეხვედრები მაინც მოიგო, მაგრამ აშკარად ჩანდა, რომ სპალეტის ხვიჩას კრეატივი ძალიან აკლდა." - წერს იტალიური გამოცემა.

ცნობისთვის, ქართველი ფეხბურთელი ბოლო გამოკვლევებს იტარებს და მალევე უნდა გახდეს ცნობილი, წაიყვანს თუ არა ლუჩანო სპალეტი ხვიჩა კვარაცხელიას თურქეთში გასავლელ შეკრებაზე.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი