კამერუნმა ანდრე ონანა ნაკრებიდან მოკვეთა? | დეტალები » სპორტის ხაზი

კამერუნმა ანდრე ონანა ნაკრებიდან მოკვეთა? | დეტალები

კამერუნმა ანდრე ონანა ნაკრებიდან მოკვეთა? | დეტალები
28-11-2022, 17:40
Aa Aa
გაზიარება:

რამდენიმე საათის წინ დასრულდა მუნდიალის ჯგუფური ეტაპის მორიგი შეხვედრა, სადაც ერთმანეთს უხვგოლიან თამაშში რიგობერტ სონგის კამერუნი და დრაგან სტოიკოვიჩის სერბეთი დაუპირისპირდნენ, რომელიც 3:3 დასრულდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს.

წინასწარი ინფორმაციით, ცხადია, რომ გულშემატკივრები კამერუნის ნაკრების კარის დარაჯად მილანის ინტერის მეკარეს, ანდრე ონანას ელოდნენ, თუმცა როგორც გაირკვა, მატჩამდე ონანასა და კამერუნის დამრიგებელს, რიგობერტ სონგს შელაპარაკება მოუვიდათ, რის გამოც ონანამ ნაკრები დატოვა და მის ნახვას ბრაზილიასთან ბოლო ტურში ვერ შევძლებთ.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რიგობერტ სონგს პრეტენზიები ონანას თავქარიანობასთან და მის სათამაშო სტილთან ჰქონდა. გარდა ამისა, სონგს არც ონანას პირველ თამაშში ნაჩვენები პერფორმანსი მოეწონა, რის გამოც ანდრე ონანა კამერუნის ნაკრებიდან აიბარგა და სახლში წავიდა.

RMC Sport-მა დაწერა, რომ კამერუნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, სამუელ ეტო'ომ დაპირისპირებული მხარეების შერიგება სცადა, თუმცა მას არაფერი არ გამოუვიდა.

ცნობისთვის, კამერუნი ბოლო ტურის შეხვედრას ბრაზილიის წინააღმდეგ 2 ნოემბერს 23:00 საათზე გამართავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი