ოფიციალურად - გიგა ჭიკაძის ორთაბრძოლის თარიღი შეცვალეს » სპორტის ხაზი

ოფიციალურად - გიგა ჭიკაძის ორთაბრძოლის თარიღი შეცვალეს

ოფიციალურად - გიგა ჭიკაძის ორთაბრძოლის თარიღი შეცვალეს
2-02-2025, 13:27
Aa Aa
გაზიარება:

UFC-ის ქართველი მებრძოლი, გიგა ჭიკაძე ორგანიზაციაში შემდეგ ბრძოლას უგანდელი მეტოქის, დევიდ ონამას წინააღმდეგ ჩაატარებს.

პირველადი მონაცემებით, ქართველისა და უგანდელის დაპირისპირება 2025 წლის 7 აპრილს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა თარიღი შეიცვალეს და ბრძოლა 27 აპრილს შედგება.

30 წლის ონამა გიგა ჭიკაძესთან დაპირისპირებას ზედიზედ 3 გამარჯვებით ხვდება, ხოლო საერთო ჯამში შერეულ ორთაბრძოლებში მის ანგარიშზე 13 მოგება და 2 მარცხია.

რაც შეეხება ქართველ მებრძოლს, MMA-ში კარიერის მანძილზე მან 15-ჯერ გაიმარჯვა და 4-ჯერ დამარცხდა. ბოლოს გიგამ 2024 წლის ივლისში არნოლდ ალენთან იჩხუბა და მსაჯების გადაწყვეტილებით წაგებულად გამოცხადდა.

ამჟამად გიგა ჭიკაძე UFC-ის ქვემსუბუქი დივიზიონის რეიტინგში მე-12 ადგილზეა, ხოლო ონამას წარმატების შემთხვევაში შანსი აქვს, საუკეთესო 15 მებრძოლს შორის მოხვდეს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი