"რეალთან მიახლოვებისთვის ზედიზედ უნდა მოვიგოთ" - ჰანსი ფლიკი » სპორტის ხაზი

"რეალთან მიახლოვებისთვის ზედიზედ უნდა მოვიგოთ" - ჰანსი ფლიკი

"რეალთან მიახლოვებისთვის ზედიზედ უნდა მოვიგოთ" - ჰანსი ფლიკი
1-02-2025, 19:19
Aa Aa
გაზიარება:

კატალონიის ბარსელონა ესპანეთის ჩემპიონატის რიგით 22-ე ტურში ალავესს საშინაო შეხვედრაში ხვალ, ჩვენი დროით 17:00 საათზე დაუპირისპირდება.

მატჩამდე ჰანსი ფლიკმა პრესკონფერენცია გამართა და სხვადასხვა საკითხი მიმოიხილა:

ყველა თამაში განსხვავებულია. რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი მიზანი მოგებაა. თუ 5-10%-ით მაინც მოვუკლებთ, ვერ გავიმარჯვებთ, რადგან ალავესი დარჩენისთვის იბრძვის. საწყისი წუთებიდან უნდა ვაჩვენოთ, რომ 100%-ით ფოკუსირებულები ვართ.

ინიგო ხვალინდელი მატჩისთვის მზად იქნება. ოლმოს ცოტა მეტი დრო სჭირდება. პოტენციურ ტრანსფერებზე საუბარი არ მსურს. შემადგენლობით ბედნიერი ვარ.

ზედიზედ რამდენიმე მატჩი უნდა მოვიგოთ, რომ რეალ მადრიდს მივუახლოვდეთ. შვიდი ქულა მცირე ჩამორჩენა არაა, მაგრამ ბრძოლა უნდა განვაგრძოთ. გუნდს მოგება სურს.

- თქვა ფლიკმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი