'ამ გოლის გატანა დიდი ხანია მსურდა' - 'აპოელმა' ქართველების დამსახურებით მნიშვნელოვანი შეხვედრა მოიგო » სპორტის ხაზი

'ამ გოლის გატანა დიდი ხანია მსურდა' - 'აპოელმა' ქართველების დამსახურებით მნიშვნელოვანი შეხვედრა მოიგო

'ამ გოლის გატანა დიდი ხანია მსურდა' - 'აპოელმა' ქართველების დამსახურებით მნიშვნელოვანი შეხვედრა მოიგო
28-11-2022, 16:00
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ გიორგი ქვილითაისა და ლაშა დვალის 'აპოელი' 'ომონიას' დაუპირისპირდა და ანგარიშით 2:0 იმარჯვა. ამ მოგებაში კი უდიდესი წვლილი ქართველ ფეხბურთელებს მიუძღვით, რომლებმაც საგოლე მოქმედებები მიიწერეს.

შეხვედრა 25-ე წუთამდე შეგვიძლია ვთქვათ, რომ თანაბარ ტემპში მიდიოდა, თუმცა 'ომინიას' ფეხბურთელის მოედნიდან გაძევების შემდეგ ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა. 'აპოელი' შეტევაში გადავიდა და მეტოქის საჯარიმოში არაერთი სახიფათო მომენტი შექმნა. პირველ ტაიმის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე შეხვედრაში ანგარიში ლაშა დვალმა ქვილითაიას გადაცემით გახსნა და კვიპროსში პირველი გოლი გაიტანა. მე-60 წუთზე კი თავი თავად ქვილითაიამ გამოიჩინა და 25 თებერვლის შემდეგ, კვიპროსის ჩემპიონატში პირველად გაიტანა.

'ამ გოლის გატანა დიდი ხანია მსურდა' - 'აპოელმა' ქართველების დამსახურებით მნიშვნელოვანი შეხვედრა მოიგო

ქართველების პროდუქტიული თამაში 'ომონიას' წინააღმდეგ

შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარი გიორგი ქვილითაიამ გააკეთა, რომელმაც განაცხადა, რომ ეს მისთვის უმნიშვნელოვანესი გოლი იყო.

"რთული პერიოდი გამოვიარე. ამ გოლის გატანა დიდი ხანია მსურდა. ძალიან ვამაყობ აპოელის მოთამაშეებით, გუნდში ძალიან კარგი ატმოსფერო გვაქვს, განსაკუთრებით ეს დღევანდელი გამარჯვების შემდეგ იგრძნობა."


აპოელსა და ომონიას დაპირისპირება ისტორიულია

გეტყვით, რომ აპოელის და ომონიას დაპირისპირება ყველაზე პრინციპულია კვიპროსში. მთავარი მიზეზი კი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მომხდარი მოვლენებია, როდესაც კლუბი ორ ბანაკად გაიყო, რადგან მათი საბერძნეთში სამოქალაქო ომთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიციები ჰქონდათ. შედეგად, კომუნიზმის მომხრეები დაშორდნენ კლუბს და შექმნეს საკუთარი გუნდი, რომელსაც 'ომონია' უწოდეს. ამის შემდეგ 'ომონია' 'აპოელის' მთავარი მეტოქე გახდა, ხოლო კლუბის გულშემატკივრები დღემდე ყველაზე დიდი მტრები არიან.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი