"თვალები არ უნდა დავიბრმავოთ" - კონტე ხვიჩას წასვლაზე მორიგ კომენტარს აკეთებს » სპორტის ხაზი

"თვალები არ უნდა დავიბრმავოთ" - კონტე ხვიჩას წასვლაზე მორიგ კომენტარს აკეთებს

"თვალები არ უნდა დავიბრმავოთ" - კონტე ხვიჩას წასვლაზე მორიგ კომენტარს აკეთებს
1-02-2025, 18:54
Aa Aa
გაზიარება:

ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლიდან წასვლა ქალაქ ნეაპოლისთვის დიდი სამსჯელო საკითხი გახდა. ამაზე საუბარს ხშირად არც ანტონიო კონტე არიდებს თავს.

ნაპოლის მწვრთნელმა ქართველზე კვლავ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხვიჩას პსჟ-ში წასვლით გუნდმა ჩემპიონი დაკარგა, რომელიც დღემდე არაა ჩანაცვლებული.

ჩემი სათქმელი ერთია, სატრანსფერო ფანჯრის დროს გუნდი არ უნდა დასუსტდეს. ჩვენ ხვიჩას სახით ჩემპიონი გამოგვაკლდა და ის კვლავ არ შეგვიცვლია. კარგი გუნდი ვართ, სხვა მხრივ 53 ქულა ვერ გვექნებოდა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ნაცარი შევიყაროთ და თვალები დავიბრმავოთ.

- თქვა კონტემ.

ცნობისთვის, კვარა პსჟ-ში მეორე თამაშს დღეს, 20:00 საათზე ბრესტის წინააღმდეგ გამართავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი