ნაპოლი ალან სენტ-მაქსიმინის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს - ინფორმაციას ამის თაობაზე ყველაზე გავლენიანი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
ხვიჩას პოტენციური შემცვლელი იჯარის წესით ფენერბახჩეში იმყოფება, ისე კი ალ აჰლის საკუთრებაა.
წყაროს მტკიცებით, 27 წლის მარცხენა ვინგერმა ნაპოლის სიტყვიერი თანხმობა უკვე შეუთვალა და ახლა საქმე კლუბებმა უნდა გაარკვიონ.