"რონალდოს ფენერბახჩეში ტრანსფერზე ფიქრი უბრალოდ სასაცილოა" - მოურინიომ ჭორები უარყო » სპორტის ხაზი

"რონალდოს ფენერბახჩეში ტრანსფერზე ფიქრი უბრალოდ სასაცილოა" - მოურინიომ ჭორები უარყო

"რონალდოს ფენერბახჩეში ტრანსფერზე ფიქრი უბრალოდ სასაცილოა" - მოურინიომ ჭორები უარყო
24-11-2024, 16:18
Aa Aa
გაზიარება:

ბოლო ორი დღეა, თურქული გამოცემები აქტიურად ავრცელებდნენ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ჟოზე მოურინიო კრიშტიანო რონალდოს ფენერბახჩეში გადმოსვლას სთავაზობდა.

გავრცელებული ჭორები მაშინვე უარყო 61 წლის პორტუგალიელმა სპეციალისტმა და ტრანსფერზე ფიქრს სასაცილოც კი უწოდა.

"ახალი ამბები რონალდოს ფენერბახჩეში ტრანსფერის თაობაზე უბრალოდ სასაცილოა.

კრიშტიანო შესაძლოა სტამბულში საჭმელად ჩამოვიდეს, რადგან ის საუდის არაბეთსა და პორტუგალიას შორის გზადაა, ან იქნებ ძველი მეგობრის, ჟოზეს სანახავად ჩამოვიდეს და სასტუმროში ჭამას შევძლებთ, მაგრამ ტრანსფერი გამორიცხულია
", - განაცხადა მოურინიომ.

ცნობისთვის, მოურინიოს ფენერბახჩესთან კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი