ბუნდესლიგის მე-20 ტურში, ბუდუ ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმი" შინ დორტმუნდის "ბორუსიას" დაუხვდება.
მატჩამდე მასპინძელთა თავკაცმა, ფრანკ შმიდტმა, ქართველ ლეგიონერზეც მცირედით ისაუბრა.
"ზივზივაძე ერთგული ფეხბურთელია. ვფიქრობ, მასზე ძალიან იმოქმედა იმან, რომ გოლი ვერ გაიტანა.
ბუდუს გასულ მატჩებში რამდენიმე კარგი შანსი ჰქონდა. კარგი თავდამსხმელია და ყველა შეხვედრაში დიდ ენერგიას დებს. დაცვაშიც აქტიურად თამაშობს და დარწმუნებული ვარ, გოლსაც გაიტანს. ჩემთვის მთავარია, რომ ისე ითამაშოს, როგორც მე ვითხოვ"
- ამბობს გერმანელი სპეციალისტი.