მეორე ბუნდესლიგის საწყის ტურში, ზივზივაძე კარლსრუეს მხსნელად მოევლინა, მას შემდეგ რაც გუნდი 0:2 მარცხდებოდა, ქართველმა ჰეთ-თრიკი შეასრულა და მასპინძლებს მოაგებინა.
გერმანელი კომენტატორი ქართველი თავდამსხმელის ამ პერფომანსს დიდებულად შეხვდა, რაზეც გავრცელებული ვიდეოც ნათლად მეტყველებს.