საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების 23 წლის მარჯვენა მცველი ცოტნე კაპანაძე თბილისის "იბერიადან" კარიერას სლოვაკურ "დუნაისკა სტრედაში" გააგრძელებს.
მხარეებს შორის ხელშეკრულებას ხელი 2026 წლის 30 ივნისამდე მოეწერა და ასევე მოიცავს დამატებით ერთი წლით გახანგრძლივების პუნქტსაც.
კაპანაძე "დუნაისკაში" 22-ნომრიან მაისურს მოირგებს.