უმარ ნურმაგომედოვის მწვრთნელი, ხავიერ მენდესი მერაბ დვალიშვილთან გამართულ ორთაბრძოლას იხსენებს და შემდეგ შეფასებას აკეთებს:
მერაბი კარდიოს თვალსაზრისით, მართლაც მანქანაა. ის ამ კომპონენტში საუკეთესოა, თუმცა ამისთვის მოვემდაზედ და პირველი ორი რაუნდი სათანადოდ წარვმართეთ.
სიმართლე ისაა, რომ მერაბი გდებებს მხოლოდ იმიტომ აკეთებდა, რომ უმარმა ხელი დაიზიანა. სწორედ ამიტომ გაუჭირდა უმარს მერაბის შეტევებისგან თავის დაცვა.
- ამბობს მენდესი.
ცნობისთვის, ნურმაგომედოვმა ბრძოლის შემდეგ ხელის ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც დიდი დაზიანება აქვს მიღებული. როგორც ჩანს, უმარის ჯგუფი გასამართლებელ მიზეზს სწორედ ამ ამბავში ხედავს.