კიდევ ერთი ქართველი გერმანიაში - რომელ გუნდს შეუერთდება 22 წლის შაკო ოგბაიძე » სპორტის ხაზი

კიდევ ერთი ქართველი გერმანიაში - რომელ გუნდს შეუერთდება 22 წლის შაკო ოგბაიძე

კიდევ ერთი ქართველი გერმანიაში - რომელ გუნდს შეუერთდება 22 წლის შაკო ოგბაიძე
29-01-2025, 16:27
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების შემტევი, შაკო ოგბაიძე ბერლინშია და ბერლინის ჰერტაში სამედიცინო შემოწმებას გაივლის - ინფორმაციას ამის თაობაზე ფეისბუქ გვერდი "90 წუთი" ავრცელებს.

"90 წუთის ინფორმაციით, ოგბაიძესა და გერმანულ კლუბს შორის 1.5 წლიანი კონტრაქტი ხვალ გაფორდება.

საუბარია ბერლინის ჰერტას მეორე შემადგენლობაზე, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ფეხბურთელი მთავარ გუნდთან ერთად ივარჯიშებს და თავის საუკეთესოდ წარმოჩენის შემთხვევაში, დაწინაურების შანსი ექნება
", - წერია განცხადებაში, რომელსაც 90 წუთი ავრცელებს.

ცნობისთვის, ბოლო 4 თვე შაკო უგუნდოდ იყო, მანამდე კი ნიდერლანდური დენ ბოშის ღირსებას იცავდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი