თურქულ შეკრებაზე მყოფი ბათუმის „დინამო“ მეორე ამხანაგურ შეხვედრაში დანიის ჩემპიონატის აუტსაიდერს, „ვეილეს“ დაუპირისპირდა და 0:4 დამარცხდა.
ბათუმის „დინამოს“ 12 ახალწვეული ჰყავს. იქიდან გამომდინარე, რომ გუნდების მწვრთნელებს ყველა ფეხბურთელის საქმეში ნახვა სურდათ, შეთანხმდნენ და 60-60 წუთიანი ორი ტაიმი ითამაშეს.
აჭარული გუნდი თურქეთში კიდევ ხუთ შეხვედრას გამართავს, მათ შორის მომდევნოს უკრაინული პრემიერლიგის "ჟიტომირთან".