11 იანვრიდან თბილისის "დინამო" ახალი სეზონისთვის მზადებას იწყებს. სეზონის განახლებამდე კი საქართველოს ჩემპიონი თურქულ ბელეკში შეკრებას ორ ეტაპად გაივლის.
პირველი ეტაპი 11-დან 22 იანვრის ჩათვლით გაიმართება. ამ პერიოდში დინამოელები სამ ამხანაგურ შეხვედრას გამართავენ: 15 იანვარს უკრაინული პრემიერლიგის ლიდერ "დნიპრო 1-ს" წინააღმდეგ, 18 იანვარს - პლოვდივის (ბულგარეთი) "ლოკომოტივს შეხვდებიან", ხოლო 22-ში - სერბეთის ჩემპიონ "ცრვენა ზვეზდას" დაუპირისპირდებიან.
მზადების მეორე ეტაპი 26 იანვრიდან 10 თებერვლის ჩათვლით გასტანს. "დინამოს" საიტი ამ ეტაპის მეტოქეთა ვინაობას ახლო მომავალში გვამცნობს.