"გოლის ეპიზოდში სწორი გადაწყვეტილება მიიღო" - ბორდოს მთავარმა მწვრთნელმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა და ზურიკოზეც ისაუბრა » სპორტის ხაზი

"გოლის ეპიზოდში სწორი გადაწყვეტილება მიიღო" - ბორდოს მთავარმა მწვრთნელმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა და ზურიკოზეც ისაუბრა

"გოლის ეპიზოდში სწორი გადაწყვეტილება მიიღო" - ბორდოს მთავარმა მწვრთნელმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა და ზურიკოზეც ისაუბრა
17-09-2022, 22:05
Aa Aa
გაზიარება:

დღეს, ზურიკო დავითაშვილის სადებიუტო გოლით ბორდომ დიჟონს მოუგო და მნიშვნელოვანი ქულები მოიპოვა. მატჩის შემდეგ, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა პრესკონფერენციაზე ქართველი ფეხბურთელის დამაჯერებელ შეხვედრაზე ისაუბრა და განაცხადა:

"მარტივი შესამჩნევია, რომ მას გამოცდილება აქვს. დავინახეთ, თუ როგორ კარგად თამაშობდა დღევანდელ შეხვედრაში და უმნიშვნელოვანესი გოლის გატანაც მოახერხა. შეხვედრის ბოლოს დაიღალა, თუმცა საჭირო მომენტში ფეხი არ აუკანკალდა. ზურკოსგან მსგავსი თამაში ვარჯიშზე უკვე ვიხილეთ და ვნახეთ, რომ მისი სისწრაფე და ტექტნიკა ეფექტიანობას გვმატებს. დავითაშვილი ის ფეხბურთელია, რომელიც საგოლე მომენტებს შექმნის და ეს ჩვენთვის უდიდესი მნიშვნელობის იქნება. ვფიქრობ, ქართველის მოსვლა ბორდოსთვის ძალიან კარგი ამბავია. " - განაცხადა ფრანგული კლუბის დამრიგებელმა.

შეგახსენებთ იმასაც, რომ 21 წლის შემტევი დინამო ბათუმის საკუთრებაა და ბორდოში მხოლოდ იჯარით იმყოფება. ფრანგულ კლუბს მისი გამოსყიდვის უფლება აქვს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი