საფრანგეთი ყოველთვის ჩემპიონობით ასრულებს, როცა ეს ხდება » სპორტის ხაზი

საფრანგეთი ყოველთვის ჩემპიონობით ასრულებს, როცა ეს ხდება

საფრანგეთი ყოველთვის ჩემპიონობით ასრულებს, როცა ეს ხდება
27-11-2022, 21:15
Aa Aa
გაზიარება:

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ფავორიტებს შორის ერთ-ერთი მთავარი გუნდი საფრანგეთის ნაკრებია, რაც სავსებით ლოგიკურია. დიდიე დეშამს მოქმედი ჩემპიონის ტიტულის დაცვა მოუწევს, რისთვისაც მას უდიდესი დანაკლისის მიუხედავად, მაინც ძალიან კარგი შემადგენლობა ჰყავს.

ინტერნეტში ვრცელდება ერთი საკმაოდ საინტერესო სტატისტიკა, რაც საფრანგეთის ჩემპიონობის შანსებს ძალიან ზრდის. საქმე ისაა, რომ მაშინ, როდესაც დანიის ნაკრები საფრანგეთთან ევროპისა თუ მსოფლიოს ჩემპიონატების ჯგუფურ ეტაპებზე ხვდებოდა, საფრანგეთი ფლეიოფში გასვლის შემდეგ, ტურნირს ყოველთვის გამარჯვებით ასრულებდა - 1984, 1998, 2000, 2018, ორი ევროპის, ორი კი მსოფლიოს ჩემპიონობა.

ცნობისთვის, დანიის ნაკრები საფრანგეთმა 2:1 გუშინ დაამარცხა, რომლითაც დეშამის გუნდმა ფლეიოფის საგზური მოიპოვა. ის, თუ რამდენად გაგრძელდება აღნიშნული სტატისტიკის გამართლება, ამას დარჩენილ თამაშებში ვიხილავთ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი