საფრანგეთის ჩემპიონატში ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტი რეიმსის წინააღმდეგ შედგა, სადაც ქართველმა ვინგერმა პირველი ასისტი მიითვალა.
აი, რა დაწერა Francebleu-მ კვარაცხელიას თამაშის შესახებ:
კვარაცხელია მარცხენა ფლანგზე თამაშობს, თუმცა ლუის ენრიკეს გუნდში არაერთ პოზიციას დაიკავებს. რეიმსთან ბოლოსკენ მინდორზე ბარკოლა შემოვიდა, ხვიჩა კი იმ მომენტში ფლანგიდან შუაში გადავიდა და ფლეიმეიქერი გახდა.
ამ ფეხბურთელთან ერთად პარი სენ-ჟერმენი მეტად არაპროგნოზირებადი გახდა. კვარაცხელია პსჟ-ის მომდევნო თამაშის ყურების სურვილს აჩენს.
- წერს გამოცემა.