ნაპოლის ყოფილმა ფეხბურთელმა, პაოლო დი კანიომ ხვიჩა კვარაცხელიას გუნდიდან წასვლა და პარი სენ-ჟერმენში გადაბარგება შეაფასა.
ჩემი აზრით, ნაპოლი ხვიჩას გაშვებით ჭკვიანურად მოიქცა, რადგან ქართველი ბოლო პერიოდში დიდი ბრაზით, დიდი ნერვიულობით თამაშობდა.
ხვიჩა ასე მხოლოდ საკუთარი თავის რეკლამირებას ცდილობდა და გუნდის ინტერესები აღარ ადარდებდა. კლუბმა მისი დარწმუნება სცადა, თუმცა მის შენარჩუნებას აღარანაირი აზრი არ ჰქონდა.
- თქვა დი კანიომ.