ბიორნ იონსენი ტორპედოში რჩება - ქუთაისის ტორპედომ ნორვეგიელი ფორვარდი შეინარჩუნა » სპორტის ხაზი

ბიორნ იონსენი ტორპედოში რჩება - ქუთაისის ტორპედომ ნორვეგიელი ფორვარდი შეინარჩუნა

ბიორნ იონსენი ტორპედოში რჩება - ქუთაისის ტორპედომ ნორვეგიელი ფორვარდი შეინარჩუნა
26-01-2025, 15:17
Aa Aa
გაზიარება:

ეროვნული ლიგის გასული სეზონის საუკეთესო ბომბარდირი ისევ ტორპედოსთვის შეუტევს - ინფორმაციას ამის თაობაზე ქუთაისური კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

"გამორჩეული სეზონის ფონზე ბიორნ იონსენის შეძენა არაერთ კლუბს სურდა. ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ, ნორვეგიელმა ფორვარდმა “ტორპედოში” დარჩენა გადაწყვიტა და კლუბთან ახალი, 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

უახლოეს დღეებში სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რის შემდეგაც იონსენი გუნდს შეკრებაზე ქობულეთში შეუერთდება.

გასულ სეზონში იონსენმა “ტორპედოს” მაისურით 40 მატჩში 26 გოლი გაიტანა
", - წერია განცხადებაში.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი