გუშინ ლიგა 1-ში ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტი შედგა, რომლის პარი სენ-ჟერმენმაც რეიმსთან 1:1 ითამაშა.
ქართველი ფეხბურთელი მთელი თამაშის განმავლობაში აქტიურობდა და რამდენიმე საკვანძო გადაცემის გაკეთების შემდეგ ყველაფერი ულამაზესი ასისტით დაასრულა.
პარიზელმა ფანებმა პლატფორმა X-ზე ერთმანეთს ხვიჩას და დემბელეს პერფორმანსი შეადარეს, სადაც უპირატესობა კვარას მიენიჭა.
"მშვიდი თამაში იყო. კვარას დებიუტი მომეწონა და მთავარი ესაა, დაკარგულ 2 ქულაზე კი არ ვღელავ"
"დემბელემ გოლების გატანა დაიწყო, თუმცა დღეს ბევრჯერ არასწორი გადაწყვეტილება მიიღო"
"ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტი? - ეს კლასი იყო, ამას სხვა არაფერი ჰქვია"
"მიხარია, რომ ეს ბიჭი დღეიდან ჩვენთვის ითამაშებს. მას და დემბელეს დიდი ძალის შექმნა შეუძლიათ"
"ფლანგები აქტიურობდნენ, თუმცა მე ყველაზე მეტად კვარა მომეწონა. ხვიჩას პირველი თამაშის ნერვიულობა სულ არ ეტყობოდა", - წერენ პსჟ-ის ფანები.