იტალიის ჩემპიონატის 22-ე ტურში ნაპოლიმ შინ იუვენტუსს უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილმა დამრიგებელმა ანტონიო კონტემ კვლავ ქართველ ფეხბურთელზე ისაუბრა.
"კვარას საუკეთესოს ვუსურვებ, მაგრამ გავიგე, რომ მისი აგენტები პსჟ-სთან მოლაპარაკებას დიდი ხნით ადრე აწარმოებდნენ - ამის გამო ვწუხვარ, მაგრამ შეუცვლელი არავინაა", - განაცხადა კონტემ.
შეგახსენებთ, კვარაცხელიამ კონტრაქტი პსჟ-სთან გააფორმა და გუშინ რეიმსთან სადებიუტო შეხვედრაში საგოლე გადაცემაც მიითვალა.