საფრანგეთის ჩემპიონატის მე-19 ტურში ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტი რეიმსის წინააღმდეგ შედგა.
პსჟ-მ ფრედ 1:1 ითამაშა და საგოლე გადაცემა სადებიუტო მატჩშივე ხვიჩა კვარაცხელიამ შეასრულა, რომელიც გოლად უსმან დემბელემ აქცია.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, პარიზელთა თავკაცმა ლუის ენრიკემ ქართველის დებიუტი შეაფასა.
"კვარასთვის რთული პირველი ტაიმი იყო. კარგად ითამაშა და ჩვენთვის ბევრი სიახლე შემოიტანა - ჯერ საკუთარი გუნდელებისა და მეტოქეების უკეთ გაცნობა სჭირდება.
მჯერა, ეს დიდებული თავგადასავლის პირველი საწყისებია", - განაცხადა ენრიკემ.