ნაპოლის ყოფილმა ფეხბურთელმა ივანო ტროტამ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფეხბურთელი ბოლო პერიოდში იტალიურ გუნდს ტვირთად ექცა.
"კვარაცხელია ნაპოლისთვის ტვირთად იქცა და აქ ბედნიერი არ იყო. სათადარიგოთა სკამზე ჰყავდა კონკურენტი (ნერეში), რომელიც გაუმჯობესებისკენ მიისწრაფოდა და ძირითადი შემადგენლობისთვის იბრძოდა.
ვერავინ დაივიწყებს კვარას სანახაობრივ თამაშს სკუდეტოს მოგების წელს, მაგრამ ავადროულად ნაპოლიმ ხვიჩას განვითარებას შეუწყო ხელი და ახლა ის პსჟ-ში ფარაონული კონტრაქტით არის", - განაცხადა ტროტამ.