Geo Team-ის ინფორმაციით, გიორგი ქოჩორაშვილი დეპორტივოსთან მატჩს კოჭზე დისკომფორტოს გამო გამოტოვებს.
ფეხბურთელმა და მწვრთნელმა გადაწყვეტილება ერთობლივად მიიღეს. ქოჩორას სამწვრთნელო შტაბმა აღდგენისთვის დამატებითი დღეები მისცა.
დეპორტივოსთან თამაშის შემდეგ გიორგი ქოჩორაშვილი გუნდთან ერთად ვარჯიშს განაახლებს. ფეხბურთელი 3 თებერვალს, "რასინგის" წინააღმდეგ დაბრუნდება.