ლივერპული იანვარში ახალ ნახევარმცველს დაიმატებს - გამოიკვეთა სამი ვარიანტი » სპორტის ხაზი

ლივერპული იანვარში ახალ ნახევარმცველს დაიმატებს - გამოიკვეთა სამი ვარიანტი

ლივერპული იანვარში ახალ ნახევარმცველს დაიმატებს - გამოიკვეთა სამი ვარიანტი
17-09-2022, 21:25
Aa Aa
გაზიარება:

ბრაზილიური UOL - ის ჟურნალისტის, ბრუნო ანდრადეს თქმით, ლივერპული ამ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ნახევარმცველის დამატებას შეეცდება.

იურგენ კლოპი იშვიათად აფორმებს ფეხბურთელებს ზამთრის თვეში, თუმცა ხშირი ტრამვიანობის ფონზე ინგლისური გრანდი მზად არის რამდენიმე ფეხბურთელი დაიმატოს.

გამოიკვეთა სამი ფავორიტი, რომლის დამატებასაც მერსესაიდელები შეეცდებიან. ერთი, დორტმუნდის ბორუსიას ინგლისელი ნახევარმცველი, ჯუდ ბელინგემია, რომლის გამოსასყიდი თანხა 100 მილიონი ევროა. თუმცა, ნაკლებ სავარაუდოა, რომ გერმანელები 19 წლის ფეხბურთელს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს შეელევიან.

კიდევ ერთი ვარიანტია მათეუს ნუნესი. პორგუგალიელი ნახევარმცველი ლივერპულის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე იყო, თუმცა ფეხბურთელი საბოლოოდ მაინც ვულვზში გადაბარგდა. ახლა ინგლისის ჩემპიონატის 19 გზის გამარჯვებული თვალყურს ადევნებს მის ადაპტაციას მგლების რიგებში და ყველაფერს გააკეთებს მის გადასაბირებლად.

ბენფიკას ნიჭიერი ფეხბურთელი, ენცო ფერნანდესი კიდევ ერთი სამიზნეა ინგლისური კლუბისთვის. არგენტინელის გადაბირება ვულვზსაც სურს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი