"დინამო თბილისის" ნახევარმცველი ლევან ოსიყმაშვილი კარიერას ისრაელში გააგრძელებს » სპორტის ხაზი

"დინამო თბილისის" ნახევარმცველი ლევან ოსიყმაშვილი კარიერას ისრაელში გააგრძელებს

"დინამო თბილისის" ნახევარმცველი ლევან ოსიყმაშვილი კარიერას ისრაელში გააგრძელებს
21-01-2025, 23:25
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისა და "დინამო თბილისის" ნახევარმცველი, ლევან ოსიყმაშვილი კარიერას ისრაელში გააგრძელებს.

22 წლის ნახევარმცველი ისარაელის პრემიერ ლიგის "ჰაპოელ ჰადერაში" ითამაშებს. "დინამომ" ახალგაზრდა მოთამაშე იჯარის წესით 2024–25 წლების სეზონის ბოლომდე გაუშვა.

ფეხბურთელი "დინამო თბილისის" აკადემიის აღზრდილია, 2022 წლიდან კი მთავარ გუნდში დააწინაურეს. 2023 წლის 31 მარტს თბილისელებმა იჯარით ქუთაისის "ტორპედოში" გაუშვეს, სადაც ნახევარი სეზონი გაატარა. ამის შემდეგ კვლავ "დინამოში" დაბრუნდა.

ოსიყმაშვილს 17, 18 და 21-წლამდე ასაკობრივ ნაკრებებში უთამაშია.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი