მანჩესტერ იუნაიტედს ლეჩედან დანიელი მცველის შეძენა სურს » სპორტის ხაზი

მანჩესტერ იუნაიტედს ლეჩედან დანიელი მცველის შეძენა სურს

მანჩესტერ იუნაიტედს ლეჩედან დანიელი მცველის შეძენა სურს
20-01-2025, 17:33
Aa Aa
გაზიარება:

მანჩესტერ იუნაიტედი იტალიურ კლუბ ლეჩეს დანიელი უკანახაზელის, პატრიკ დორგუს თაობაზე დაუკავშირდა, რომელსაც ახლავე სურს, რომ იუნაიტედს შეუერთდეს.

როგორც ირკვევა, ინგლისური კლუბი ლეჩეს უკვე დაუკავშირდა, რათა ფასის შესახებ ინფორმაცია მიეღო, - დორგუ 40 მილიონ ევრომდე ფასობს.

ასევე, დაიწერა ისიც, რომ მანჩესტერის სიაში ნუნო მენდეში და მილოშ კერკეზიც იყვნენ, თუმცა მათმა სიძვირემ ტრანსფერები გამორიცხა.

პატრიკ დორგუს მიმდინარე სერია A-ს სეზონში 20 თამაში აქვს ჩატარებული, 3 გოლი და 1 საგოლე გადაცემა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი