რამდენიმე წუთის წინ, ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ სოციალური ქსელების მეშვეობით სენსაციური ინფორმაცია გაავრცელა.
როგორც ირკვევა, მადრიდის რეალის მთავარი მწვრთნელი, კარლო ანჩელოტი კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტს სეზონის ბოლოს დატოვებს.
იტალიელ სპეციალისტს ბოლო პერიოდში ბევრი კრიტიკოსი გაუჩნდა, რომელთა რაოდენობამ სუპერ თასის ფინალის ბარსელონასთან წაგების შემდეგ კიდევ უფრო იმატა.
ჯერჯერობით არ იწერება თუ ვინ იქნება ანჩელოტის შემცვლელი, მაგრამ არის შანსი, რომ რეალმა რაულს ან ზიდანს მიმართოს.