"აინტრახტის" ეგვიპტელი თავდამსხმელი ომარ მარმუში კარიერას "მანჩესტერ სიტიში" გააგრძელებს.
25 წლის ეგვიპტელი ფეხბურთელი ინგლისის მოქმედ ჩემპიონთან ხუთწლიან კონტრაქტს გააფორმებს, ხოლო მის სანაცვლოდ ფრანკფურტელები დაახლოებით, 60 მილიონ ევროს მიიღებენ.
მარმუშს მიმდინარე სეზონში გერმანიის ბუნდესლიგაში ჩატარებულ 17 შეხვედრაში 15 გოლი და 10 საგოლე გადაცემა აქვს აქტივში.