ბრაზილიელმა ფორვარდმა ნეიმარმა, შესაძლოა, კარიერა MLS-ში გააგრძელოს.
"ჩიკაგო ფაიერმა ნეიმართან მოლაპარაკებები გახსნა და საწყის ეტაპზეა ბრაზილიელის ზამთარში გასაფორმებლად" - წერს Foot Mercato-ს ჟურნალისტი სანტი აუნა.
ამერიკულ კლუბს სურს, ბრაზილიელის იანვარშივე შეძენა და მასთან ორწლიანი ხელშეკრულების გასაფორმება.
ნეიმარმა დიდი პაუზის შემდეგ, 2024 წელს მხოლოდ ორი მატჩი ჩაატარა და კვლავ დაზიანება მიიღო.