გასული 24 საათის განმავლობაში თურქულ სპორტულ მედიაში არაერთმა ავტორიტეტულმა ჟურნალისტმა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვიქტორ ოსიმენი ზაფხულში კარიერას მანჩესტერ იუნაიტედში გააგრძელებს.
პირველი ცნობები გუშინ საღამოს გავრცელდა, როდესაც ჟურნალისტმა სერდარ ალი ჩელიქლერმა (@VOLEapp) დაწერა, რომ ოსიმენს უკვე მიღებული აქვს გადაწყვეტილება ინგლისურ გრანდში გადასვლასთან დაკავშირებით. თუმცა, მისი თქმით, ჯერჯერობით შეთანხმება მხოლოდ ფეხბურთელსა და ინგლისურ კლუბს შორის არსებობს - მანჩესტერსა და ნაპოლის შორის მოლაპარაკებები არ არის დასრულებული.
დღეს, სხვა ავტორიტეტულმა წყაროებმა ინფორმაცია კიდევ უფრო დეტალურად გაავრცელეს - აიგუნ ოზიპეკის (@aygunozipek) ცნობით, ნიგერიელი ფორვარდი იუნაიტედთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. ხელფასის სახით წლიურად სუფთა £12.8 მილიონ ევროს მიიღებს, ხოლო ტრანსფერის სავარაუდო ღირებულება 60 მილიონი ევროა.
ჟურნალისტი აჰმეთ კონანჩიც ადასტურებს, რომ გარიგება პრაქტიკულად გადაწყვეტილია და ოსიმენი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ოფიციალურად გახდება იუნაიტედის მოთამაშე.