ხვიჩა კვარაცხელია უკვე პარიზშია, ის ნეაპოლიდან კერძო რეისით გაფრინდა და დღეს სამედიცინო შემოწმებას გაივლის, ხოლო სადებიუტო მატჩს 25 იანვარს გამართავს – ინფორმაციას ფრანგული გამოცემები ადასტურებენ.
ქართველი სამედიცინო შემოწმების შემდეგ პსჟ-თან კონტრაქტს გააფორმებს (2029 წლამდე) და წელიწადში 9 მილიონ ევროს მიიღებს. "ნაპოლი" ამ გარიგებით 75 მილიონ ევროს აიღებს.
"გულშემატკივრებს მისი წასვლა ეწყინათ, მაგრამ იციან, რომ ანტონიო კონტე დე ლაურენტისს ქართველის რეალური შემცვლელის დამატებას სთხოვს".
Le Parisien-ის ცნობით, კვარაცხელია, სავარაუდოდ, ამ ხუთშაბათს ან, ყველაზე გვიან, პარასკევს, კონტრაქტის ოფიციალურად გაფორმებამდე სამედიცინო შემოწმებას გაივლის. მისი დებიუტი 25 იანვარს, ლიგა 1-ის მე-19 ტურში, საშინაო არენაზე "რეიმსთან" მატჩში შედგება.