"ბელგიას მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შანსი არ აქვს, რადგან...", - დე ბრუინის მოულოდნელი კომენტარი » სპორტის ხაზი

"ბელგიას მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შანსი არ აქვს, რადგან...", - დე ბრუინის მოულოდნელი კომენტარი

"ბელგიას მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შანსი არ აქვს, რადგან...", - დე ბრუინის მოულოდნელი კომენტარი
26-11-2022, 19:46
Aa Aa
გაზიარება:

ბელგიის ეროვნული ნაკრების ლიდერმა, კევინ დე ბრუინმა მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე საკუთარ ნაკრებზე და ტურნირის მოგების შანსებზე ისაუბრა:

"ჩვენი საუკეთესო შანსი 2018 წელს იყო, მართალია ახლაც ფეხბურთელების შესანიშნავი თაობა გვყავს, მაგრამ უკვე დაბერებისკენ მივდივართ...

გარდა ამისა, ახლა გუნდში რამდენიმე მნიშვნელოვანი ფეხბურთლი არ თამაშობს.

ახალგაზრდები გუნდს ავსებენ, თუმცა იმ დონეზე მაინც არ ვართ, როგორზეც 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ვიყავით.

გვაქვს თუ არა მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შანსი? არა, ძალიან ასაკოვანი გუნდი გვყავს, ვფიქრობ, ფარული ფავორიტები უფრო ვართ
", - განაცხადა დე ბრუინმა.

ცნობისთვის, მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში ბელგიამ კანადა მინიმალური სხვაობით, 1:0 დაამარცხა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი