რამდენიმე ვარიანტია - ვინ გაწვრთნის "ევერტონს" შონ დაიჩის განთავისუფლების შემდეგ? » სპორტის ხაზი

რამდენიმე ვარიანტია - ვინ გაწვრთნის "ევერტონს" შონ დაიჩის განთავისუფლების შემდეგ?

რამდენიმე ვარიანტია - ვინ გაწვრთნის "ევერტონს" შონ დაიჩის განთავისუფლების შემდეგ?
10-01-2025, 01:16
Aa Aa
გაზიარება:

პრემიერლიგურმა "ევერტონმა" ოფიციალურად გაათავისუფლა კლუბის თავკაცის პოსტიდან შონ დაიჩი.

ცნობილია, დროებით კლუბს 18-წლამდელთა მთავარი მწვრთნელი ლეიტონ ბეინსი უხელმძღვანელებს.

დაიჩი "ევერტონში" 2023 წლიდან მუშაობდა, მის ანგარიშზე კი 83 ჩატარებული შეხვედრაა აქედან კლუბმა 26 მოიგო, 24 ფრედ დაასრულა, ხოლო 33-ში დამარცხდა.

დაიჩის ჩასანაცვლებელი ვარიანტებიდა, ყველაზე რეალური ამ დროისთვის დევიდ მოიესია, რომელიც უკლუბოდაა და დიდი შანსია სწორედ ის გახდეს "ევერტონის" მთავარი მწვრთნელი.

შეგახსენებთ, მოიესი "ევერტონს" 2002-დან 2013 წლამდე წვრთნიდა.

მიმდინარე სეზონში "ევერტონი" 17 ქულით, მე-16 ადგილს იკავებს და გასავარდნ ზონას მხოლოდ 1 ქულით უსწრებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი