ნეიმარის ემოციური პოსტი სოციალურ ქსელში » სპორტის ხაზი

ნეიმარის ემოციური პოსტი სოციალურ ქსელში

ნეიმარის ემოციური პოსტი სოციალურ ქსელში
26-11-2022, 18:30
Aa Aa
გაზიარება:

ბრაზილიის ლიდერმა და გამორჩეულმა ფეხბურთელმა ნეიმარმა კოჭის ტრავმა სერბეთთან მატჩის დროს მიიღო, რის გამოც ტიტემ ის შეხვედრის მიწურულისკენ მანჩესტერ იუნაიტედის ვინგერით, ანტონით ჩაანაცვლა.

მატჩის დასრულების შემდეგ, რამდენიმე საათის თავზე ნეიმარმა Instagram-ზე ემოციური პოსტი გამოაქვეყნა, სადაც მისი ტრავმის შესახებ ვრცლად ისაუბრა და გულწრფელი ემოციები გაგვიზიარა:

"ის სიამაყე და სიყვარული, რასაც ბრაზილიის მაისურის ჩაცმის დროს ვგრძნობ აუხსნელი და აღუწერელია. თუ ღმერთი მომცემდა შესაძლებლობას, რომ რომელიმე ქვეყანა დაბადების ადგილად ამერჩია, ეს ბრაზილია იქნებოდა. ჩემს ცხოვრებაში იოლად არაფერი არ მიმიღია და ჩემი ოცნებების მისაღწევად ყოველთვის ბევრს ვშრომობდი."

"დღეს, ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მომენტი დადგა და ეს კვლავ მსოფლიოს ჩემპიონატზე ხდება. ისევ ტრავმა მაქვს და ეს ყველაფერი დამღლელია, მაგრამ მწამს, რომ დავბრუნდები და ჩემი ქვეყნისთვის, თანაგუნდელებისთვის და ჩემთვისაც მაქსიმუმს გავაკეთებ, რათა წარმატებას მივაღწიოთ. დიდი ხანი იცდიდა მტერი ჩემს კარზე დასაკაკუნებლად? - არასდროს! მე ღმერთის შვილი ვარ და ჩემი რწმენა დაუცხრომელია." - ნეიმარი.

შეგახსენებთ, რომ მეორე ტურის შეხვედრას ბრაზილიის ნაკრები 28 ნოემბერს შვეიცარიის წინააღმდეგ გამართავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი