CIES Football Observatory-მ მსოფლიოს 100 ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელის სია წარმოგვიდგინა.
აღნიშნულ სიაში ერთი ქართველი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია მოხვდა, რომელმაც საბოლოო ჯამში 74-ე ადგილი დაიკავა.
Transfermarkt-ზე მითითებული უკანასკნელი მონაცემებით, საქართველოს ნაკრების შვიდიანი 80 მილიონ ევროდაა შეფასებული.
აქვე გეტყვით, რომ პირველ ადგილს ჯუდ ბელინგემი იკავებს, რომელიც 251 მილიონი ევრო ღირს.