"კვარაცხელია ნაპოლიში კიდევ ამდენი ხნით დარჩება" - SIAMOILNAPOLI » სპორტის ხაზი

"კვარაცხელია ნაპოლიში კიდევ ამდენი ხნით დარჩება" - SIAMOILNAPOLI

"კვარაცხელია ნაპოლიში კიდევ ამდენი ხნით დარჩება" - SIAMOILNAPOLI
26-11-2022, 17:00
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, ნეაპოლური კლუბი საქართველოს ნაკრების ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას შესანარჩუნებლად უკვე თვეებია გამალებით მუშაობს და ცდილობს, რომ მსოფლიოს ახალი ვარსკვლავი, რაც შეიძლება დიდი ხნით შეინარჩუნოს. რასაკვირველია, ხვიჩა კვარაცხელიას არაერთი მსურველი ჰყავს, რის გამოც ნაპოლი და მისი ხელმძღვანელობა ყურადღებას წუთითაც კი ვერ ადუნებს.

ქართველი ვინგერის შესახებ უკვე არაერთი სტატია დაიწერა, სადაც მისი და ნაპოლის ახალი კონტრაქტი განიხილებოდა. სწორედ ასე, Siamoilnapoli ხვიჩა კვარაცხელიაზე წერს და ამბობს, რომ კლუბი ქართველ ფეხბურთელს კიდევ ერთი წლით აუცილებლად დაიტოვებს:

"ჟურნალისტი ჯოვანი სკოტო ნაპოლის ხელმძღვანელობას ესაუბრა და ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერის შესახებ რამდენიმე დეტალი გაარკვია. ჩვენმა კოლეგამ განგვიმარტა, რომ ქართველი ფეხბურთელი ნაპოლისთან კონტრაქტს კიდევ ერთი წლით აუცილებლად გაახანგრძლივებს. ხვიჩა კვარაცხელიას ახალი კონტრაქტის მთავარი საფუძველი გაორმაგებული ხელფასი და გაზრდილი პრემიები უნდა იყოს, რასაც მის კონტრაქტში დანამდვილებით ვიხილავთ. როგორც ჩანს, ფეხბურთელის გარემოცვა ნაპოლის ხელმძღვანელობასთან ამ საკითხზე გარკვეული ხნის განმავლობაში მუშაობდა და საბოლოოდ, მათ შედეგიც მიიღეს." - წერს იტალიური გამოცემა.

გარდა ამისა, სხვა იტალიური წყაროებიც წერენ, რომ საქართველოს კაშკაშა ვარსკვლავი იტალიაში კიდევ 1, ან შესაძლოა, უფრო მეტი წლითაც დარჩეს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნაპოლისთვის წყალგამყოფი ტიტულების მოპოვების საკითხი იქნება. იმ შემთხვევაში, თუ სპალეტის გუნდი სერია A-ს ან ჩემპიონთა ლიგას მოიგებს, მაშინ დიდი შანსი იქნება, რომ კვარაცხელიამ კლუბი დატოვოს და ნაპოლი ქართველ შემტევს სარფიანი გარიგების სანაცვლოდ შეელიოს.

ცნობისთვის, ხვიჩა კვარაცხელიას გამოჯანმრთელებასა და მინდორზე დაბრუნებას თვის ბოლოსკენ ელიან, რა დროსაც ნაპოლი ქალაქ ანტალიაში რამდენიმე ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი