'ხელფასი მინუმუმ უნდა გაორმაგდეს' - 'ნაპოლი' ხვიჩას შენარჩუნებაზე აქტიურად მუშაობს » სპორტის ხაზი

'ხელფასი მინუმუმ უნდა გაორმაგდეს' - 'ნაპოლი' ხვიჩას შენარჩუნებაზე აქტიურად მუშაობს

'ხელფასი მინუმუმ უნდა გაორმაგდეს' - 'ნაპოლი' ხვიჩას შენარჩუნებაზე აქტიურად მუშაობს
28-11-2022, 17:00
Aa Aa
გაზიარება:

ქართველი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც 'ნაპოლის' რიგებში ერთ-ერთი საუკეთესოა ბევრი ევროპული გრანდის ყურადღების ცენტრში მოექცა. ამიტომ პარტენოპეი მოცდას არ აპირებს და 21 წლის ფეხბურთელის ახალ კონტრაქტზე აქტიურად მუშაობს.

იტალიელმა ჟურნალისტმა ჯოვანი სკოტომ Tuttomercato-სთან ინტერვიუში სწორედ ამ საკითხზე ილაპარაკა და განაცხადა, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, იტალიური კლუბი ქართველ შემტევთან ახალ ხელშეკრულებას გააფორმებს.

"1 ივლისის შემდეგ კვარაცხელიასთან კონტრაქტი ერთი წლით გახანგრძლივდება. ხელფასი მინიმუმ უნდა გაორმაგდეს, მაგრამ ასევე მზად არის მნიშვნელოვანი ბონუსები, რომელიც კლუბმა ფეხბურთელს სეზონის ბოლოს უნდა მისცეს."

'ხელფასი მინუმუმ უნდა გაორმაგდეს' - 'ნაპოლი' ხვიჩას შენარჩუნებაზე აქტიურად მუშაობს

ნაპოლი ხვიჩასთვის ახალ კონტრაქტს ამზადებს

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში კვარაცხელიას ანგარიშზე 8 გოლი და 10 საგოლე გადაცემაა. ასევე გეტყვით იმასაც, რომ ხვიჩას იტალიურ კლუბთან კონტრაქტი 2027 წლის 30 ივნისამდე აქვს გაფორმებული, მისი ანაზღაურება კი 1.2 მილიონი ევროა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი