"როცა ხედავ, რომ ამისთვის ჯერ კიდევ არავინ დასჯილა.." - ლევან საგინაშვილი აქტუალურ მოვლენებს ეხმაურება » სპორტის ხაზი

"როცა ხედავ, რომ ამისთვის ჯერ კიდევ არავინ დასჯილა.." - ლევან საგინაშვილი აქტუალურ მოვლენებს ეხმაურება

"როცა ხედავ, რომ ამისთვის ჯერ კიდევ არავინ დასჯილა.." - ლევან საგინაშვილი აქტუალურ მოვლენებს ეხმაურება
30-12-2024, 17:42
Aa Aa
გაზიარება:

ქართული და მსოფლიო მკლავჭიდის ლეგენდა, ლევან საგინაშვილი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.

ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ისტორია სულ თავისუფლებისთვის ბრძოლაა! ატლანტიკ-სიტის დარბაზში ნათქვამ სიტყვებში ვიგულისხმე დღეს ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებიც, ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაც და ყველაფერი, რაც კი თავისუფლებას უკავშირდება...არ დაგიმალავთ, ძალიან განვიცდი ყველაფერს, რაც საქართველოში ბოლო დროს ხდება, აშშ-ში გამგზავრებამდე რამდენიმე ღამე დაძინებაც ვერ შევძელი, აქციებს ვუყურებდი და ძალიან ვნერვიულობდი...

საშინელება იყო იმის ყურება, როგორ ურტყამდნენ საპროტესტო აქციების მონაწილე ახალგაზრდებს...არასწორად მიმაჩნია, რომ მხოლოდ მომიტინგეები დაისაჯნენ, მეორე მხრიდან კი არავინ გასამართლებულა. როცა ხედავ, რომ არავინ ისჯება ძირს დაგდებული ახალგაზრდისთვის სახეში წიხლის ჩარტყმის გამო, ეს უსამართლობის ძალიან დიდ განცდას იწვევს!

- ამბობს ლევან საგინაშვილი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი