გვარდიოლა: "ზამთარში ისეთი ფეხბურთელები უნდა დავიმატოთ, რომლებიც 4-5 წელი დაგვევხმარებიან" » სპორტის ხაზი

გვარდიოლა: "ზამთარში ისეთი ფეხბურთელები უნდა დავიმატოთ, რომლებიც 4-5 წელი დაგვევხმარებიან"

გვარდიოლა: "ზამთარში ისეთი ფეხბურთელები უნდა დავიმატოთ, რომლებიც 4-5 წელი დაგვევხმარებიან"
27-12-2024, 14:12
Aa Aa
გაზიარება:

მანჩესტერ სიტის მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ გუნდი იანვრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გაძლიერდება.

"ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა მარტივი არ იქნება, მაგრამ უნდა შევეცადოთ და ისეთი მოთამაშეები დავიმატოთ, რომლებიც მომდევნო სამი, ოთხი ან სულაც 5 წლის განმავლობაში შეძლებენ ჩვენს დახმარებას.

დიახ, ვაპირებთ გუნდი გავაძლიეროთ, რადგან მსგავსი ტრავმიანობით დიდხანს ვერ გავძლებთ
", - განაცხადა გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, ქალაქელები 18 ტურის შემდეგ პრემიერ ლიგაში 28 ქულით მე-7 პოზიციას იკავებენ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი