საქართველომ დღეს სხვა რეალობაში გაიღვიძა - რა ხდება დინამო არენას სალაროებში ამ წუთებში (ფოტოები) » სპორტის ხაზი

საქართველომ დღეს სხვა რეალობაში გაიღვიძა - რა ხდება დინამო არენას სალაროებში ამ წუთებში (ფოტოები)

საქართველომ დღეს სხვა რეალობაში გაიღვიძა - რა ხდება დინამო არენას სალაროებში ამ წუთებში (ფოტოები)
17-09-2022, 14:46
Aa Aa
გაზიარება:

მოგხსენებათ, 23 სექტემბერს საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის მეხუთე ტურის მატჩში ჩრდილოეთ მაკედონიას თბილისში უმასპინძლებს.

ნაკრების თამაშებზე გულშემატკივრის პრობლემა არასდროს ყოფილა და სტადიონი ყოველ მატჩში მუდამ გადავსებულია, თუმცა, იმ სურათმა, რაც დღეს ქართული ფეხბურთის მოყვარულებმა ვიხილეთ, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.

საქმე იმაშია, რომ ბილეთების გაყიდვა ონლაინ და სტადიონის მიმდებარე სალაროებში დღეს დაიწყო - დილიდან, დინამო არენას სალაროებში ხალხის დიდი რაოდენობაა მობილიზებული, იგივე სიტუაციაა ონლაინ სივრცეშიც - მეტიც, საიტი, რომელიც ბილეთების ონლაინ რეალიზაციას ახდენდა, მომხმარებელთა დიდი რაოდენობის გამო, დროებით მიუწვდომელი იყო.

იხილეთ ფოტოები: (90წუთი/90min) & (ხიზანას თავური)

საქართველომ დღეს სხვა რეალობაში გაიღვიძა - რა ხდება დინამო არენას სალაროებში ამ წუთებში (ფოტოები)




ცნობისთის, მაკედონიის შემდეგ, 26 სექტემბერს ჩვენი გუნდი სტუმრად გიბრალტარში ითამაშებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი