"ლევანტემ" ბოლო ტურში ვერ მოიგო - ქოჩორაშვილს მატჩში არ უთამაშია » სპორტის ხაზი

"ლევანტემ" ბოლო ტურში ვერ მოიგო - ქოჩორაშვილს მატჩში არ უთამაშია

"ლევანტემ" ბოლო ტურში ვერ მოიგო - ქოჩორაშვილს მატჩში არ უთამაშია
24-12-2024, 02:03
Aa Aa
გაზიარება:

ესპანური ლა ლიგა 2-ის ბოლო ტურში ქოჩორაშვილის "ლევანტემ" შინ "უესკა" მიიღო, შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.

მატჩში არ უთამაშია მასპინძელთა ქართველ ნახევარმცველს, რომელმაც მე-20 ტურში ტერფის დაზიანება მიიღო.

როგორც ცნობილი გახდა, 25 წლის ფეხბურთელის დაზიანება მძიმე არ არის და საუბარია მხოლოდ მსუბუქ დაჭიმულობაზე,

ამიტომ "ქოჩორა" დღევანდელ შეხვედრაში დაასვენეს და იგი გუნდთან ერთად ვარჯიშს რამდენიმე დღეში განაახლებს.

"ლევანტე" კი მომდევნო შეხვედრას უკვე მომდევნო წელს გამართავს, ვალენსიელები "ტენერიფეს" 8 იანვარს შეხვდებიან.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი