დავით მუჯირმა და ჯუნეიტ ჩაქირიმ ეროვნული ლიგის მსაჯებთან შეხვედრა გამართეს » სპორტის ხაზი

დავით მუჯირმა და ჯუნეიტ ჩაქირიმ ეროვნული ლიგის მსაჯებთან შეხვედრა გამართეს

დავით მუჯირმა და ჯუნეიტ ჩაქირიმ ეროვნული ლიგის მსაჯებთან შეხვედრა გამართეს
20-12-2024, 01:23
Aa Aa
გაზიარება:

17 დეკემბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში სფფ-ის მსაჯთა განყოფილების სეზონის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას კრისტალბეთ ეროვნული ლიგის და კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის მსაჯები ესწრებოდნენ.

სფფ-ის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა და სფფ-ის მსაჯთა განყოფილების უფროსმა, ჯუნეტ ჩაქირმა მსაჯებს სეზონის დასრულება მიულოცეს და გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადეს.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ქართველი მსაჯების საერთაშორისო წარმატებას ბოლო პერიოდში. მათ შორის, ქართველ მსაჯთა ბრიგადის მუშაობას ჩემპიონთა ლიგის ძირითად ბადეში, რაც ისტორიაში პირველად სწორედ მიმდინარე სეზონში მოხდა. ასევე, საუბარი შეეხო სამომავლო გეგმებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი