ფავორიტმა ბრწყინვალედ დაიწყო - ბრაზილიამ სერბეთი მაინც გატეხა » სპორტის ხაზი

ფავორიტმა ბრწყინვალედ დაიწყო - ბრაზილიამ სერბეთი მაინც გატეხა

ფავორიტმა ბრწყინვალედ დაიწყო - ბრაზილიამ სერბეთი მაინც გატეხა
25-11-2022, 01:15
Aa Aa
გაზიარება:

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა მსოფლიო ჩემპიონატის მე-5 სათამაშო დღის კოლმინაციური შეხვედრა ბრაზილიასა და სერბეთს შორის, სადაც გულშემატკივარმა არაერთი ულამაზესი გოლი, მომენტი თუ ბრაზილიის მიერ შესრულებული 'ქუჩის ფეხბურთი' იხილა.

აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრაში ორივე ნაკრებს გამარჯვება სჭირდებოდა, რადგან ჯგუფის უშუალო კონკურენტმა, შვეიცარიამ მინიმალური ანგარიშით კამერუნს სძლია და დროებით პირველ ადგილზე გადაინაცვლა.

ფავორიტმა ბრწყინვალედ დაიწყო - ბრაზილიამ სერბეთი მაინც გატეხა

შვეიცარიას ემბოლომ მოაგებინა

რაც შეეხება დღის მთავარ შეხვედრას, უნდა ითქვას, რომ მთელი მატჩის განმავლობაში დომინანტი ტიტეს ბიჭები იყვნენ, რომლებმაც პირველ ტაიმში არაერთი სახიფათო მომენტი შექმნეს ვანია მილინკოვიჩ-სავიჩის კართან. მიუხედავად უამრავი მცდელობისა და რეალური მომენტებისა სერბეთის კარი პირველ 45 წუთში აუღებელ ციხესიმაგრედ იქცა. თავისმხრივ სერბეთიც ცდილობდა კონტრიერიშებზე თამაშის აწყობას, თუმცა ამ გეგმამ აშკარად არ გაჭრა და ბრაზილიამ პირველსავე ტაიმში მეტოქის ნახევარზე თავი მყარად დაიმკვიდრა.

მეორე ტაიმში როგორც მოსალოდნელი იყო 'სელესაო' უფრო გააქტიურდა, რამაც საბოლოოდ შედეგი გამოიღო და 62-ე წუთზე ვინისიუსის დარტყუმს დამატებაზე რიჩარლისონი გამოეხმაურა, რომელმაც ეროვნული ნაკრები წინ გაიყვანა და ამასთან მსოფლიო ჩემპიონატზე სადებიუტო გოლი გაიტანა.


რიჩარლისონმა დამატებაზე იდელურად ითამაშა

გატანილი გოლის შემდეგ, ბრაზილიას თითქოს მეორე სუნთქვა გაეხსნა, რამაც ვინიციუსის გადაცემის შემდეგ რიჩარლისონის მორიგი ულამაზესი გოლი მოიტანა. ბრაზილია ამ გოლის შემდეგ საკუთარ თავს უფრო ენდო, სერბეთი კი მიხვდა, რომ მატჩი განწირული იყო. საბოლოოდ შეხვედრა ბრაზილიის ნაკრების გამარჯვებით დასრულდა, რითიც სამხრ. ამერიკულმა ნაკრებმა უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოიპოვა.


რიჩარლისონმა ულამაზესი გოლი გამოაცხო

შეგახსენებთ, რომ ბრაზილია მომდევნო შეხვედრას 28 ნოემბერს, შვეიცარიის წინააღმდეგ გამართავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი