რუბენ ამორიმმა ალეხანდრო გარნაჩო მან.სიტისთან განაცხადშიც კი არ შეიყვანა, არადა არგენტინელი სრულებით ჯანმრთელი იყო და თამაში ჩვეულებრივ შეეძლო.
საქმე გასახდელიდან ინფორმაციის ჩუმად გატანას შეეხება. როგორც წერენ, გარნაჩო გუნდის სასტარტო შემადგენლობას ნაადრევად ასაჯაროვებდა, რის გამოც მას გუნდთან ურთიერთობა დაეძაბა.
ამის ფონზე, ლოგიკურად იწერება ისიც, რომ გარნაჩომ შესაძლოა იუნაიტედი ახლო მომავალში დატოვოს, მისი შეძენით კი თანამემამულე დიეგო სიმეონეა დაინტერესებული.