საქართველოს ძალოსანთა ეროვნული ნაკრები ბაჰრეინის მსოფლიო ჩემპიონატიდან სამშობლოში დაბრუნდა.
ქართველ ძალოსნებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ფედერაციის წარმომადგენლები და გულშემატკივრები დახვდნენ.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ნაკრების მთავარი მწვრთნელის, გიორგი ასანიძის ხელმძღვანელობით რევაზ დავითაძემ ატაცში ოქროს, ხოლო ორჭიდში ვერცხლის მედალი მოიპოვა.
აღნიშნულის შედეგად, ქართველ ძალოსანთა 2024 წლის მედლების ყულაბა 100-მდე დამრგვალდა.